top of page
Image by Tomáš Malík

ჩვენ შესახებ.

მისია და 
ისტორია
.

„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” (KGT), არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერების, სპეციალისტების, გარემოსდამცველი მოხალისეებისა და აქტივისტების გაერთიანებით, მრავალი წელია მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით.

 

ორგანიზაცია ახორციელებს არაერთ პროექტს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ბუნების დაცვასთან, ეკოლოგიის შენარჩუნებასა და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებასთან, ნარჩენებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შემუშავებასა და მწვანე ეკონომიკის განვითარებასთან.

 

ორგანიზაცია, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2019 წლიდან ჩართულია პროექტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომლის მთავარი მიზანია შემცირდეს გარემოს დაბინძურება, გაიზარდოს გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერება, განვითარდეს ცირკულარული ეკონომიკა.

 

„დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ 2020 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაციის, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ასოცირებული წევრი და მათი პროგრამების წარმომადგენელი ეროვნულ დონეზე. ამ თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ეკოსკოლების საერთაშორისო პროგრამას, რომელიც მილიონობით მოსწავლესა და მასწავლებელს აერთიანებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

 

პროგრამის მთავარი მიზანია, რომ საქართველოში მოქმედმა სკოლებმა თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს გაჯანსაღების საქმეში და აღზარდონ გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის მქონე თაობა.

 

ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სოციალურ საწარმოებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სტრუქტურულ ერთეულებთან.

მიზნები.

დაგვიკავშირდით

მადლობა

მისამართი

ტელეფონი

ელ.ფოსტა

ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას ქ.N10

(+995 32) 2 22 77 97

KGT © 2022

bottom of page